“წყალმომარაგების კუთხით რეგიონებში ვითარება კრიტიკულია”
ეკატერინე გალდავას თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი წყლის რესურსების ეფექტურად გამოყენების სტრატეგიის შემუშავებაა.
“კომპანიის ამოცანაა, თითოეული მოქალაქეს სასმელი წყალი მიაწოდოს და ხელი შეუწყოს მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. ჩვენ უნდა გადავიდეთ განვითრების ახალ ეტაპზე, რომელიც თავისთავად გულისხმობს არა მხოლოდ პროექტებს, არამედ მთლიანად დარგის კომპლექსურად განვითარებას. ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების მიუხედავად, რამდენიმე რეგიონში ვითარება საკმაოდ მძიმეა და მოსახლეობის დიდ ნაწილს ცენტრალურ წყალმომარაგებაზე წვდომა არა აქვს. 2019-2020 წლებში კომპანია, დამატებით, 500 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოებს გეგმავს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ქალაქებსა და სოფლებში შევქმნათ თანამედროვე, გამართული წყლის ინფრასტრუქტურა, რომელიც მოსახლეობის 24-საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს‘’, – განაცხადა ეკატერინე გალდავამ.