ახალი ამბები

ახმეტაში, მდინარე ილტოში, 17 წლის მოზარდი დაიხრჩო

თვითმხილველების განცხადებით, მოზარდი მდინარე ილტოზე მდებარე ე.წ. საგუბრის ტერიტორიაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა არ გამოჩნდა, მეგობრებმა მისი ძებნა დაიწყეს. გარდაცვლილის ცხედარს მდინარის ფსკერზე საგუბარში წყლის დაცლის შემდეგ მიაკვლიეს. 
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.