ახალი ამბები

გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატი გაიმართება

ჟიურის წევრები არიან: “მავანი”, გუჯა ლორთქიფანიძე (‘მეტი პოზიტივი ერო’), ბუბა მირცხულავა (ბაქარი – ჩცდ), სოფია ბანძავა. ღონისძიება15 საათზე დაიწყება. 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ინიციატივით გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა კლუბები შეიქმნა. 
შესარჩევ ტურში მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა მონაწილეობდა. კონკურსის შედეგად მხიარულთა და საზრიანთა 17 გუნდი შეიქმნა, რომლებიც გურჯაანის „მანსანკანის“ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.
„პროექტი მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება. შესარჩევი კონკურსი, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ჩაატარა, რომელიც საქართველოში „მანსანკანის“ თამაშებს ოფიციალურად ატარებს. სცენარისტებმა, რომლებიც საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ნაკრების წევრები არიან, გამარჯვებულ გუნდებთან იმუშავეს“ – განუცხადა knews.ge-ს მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, „მანსანკანი“ სამ ტურად გაიმართება და ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. საუკეთესო მონაწილეებისგან კი გურჯაანის მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები შეიქმნება, რომელიც რეგიონულ ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას.