ახალი ამბები

კაჭრეთში სემინარი მედია და გენდერული თანასწორობა გაიმართა

დისკუსია ეხებოდა მედიის როლს გენდერული თემების გაშუქების საკითხებში. 
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მედიის მხრიდან გენდერულად სენსიტიური საკითხების; ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ თემების სწორად გაშუქება და ამ მხრივ ნეგატიური სტერეოტიპების პრევენცია. 
სემინარში მონაწილეობა მიიღო ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა დეა გოშხეთელიანმა, რომლის ისტორიაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა სწორედ მედიის მხრიდან გაშუქების შედეგად. 
„ოჯახური ძალადობის თემების განხილვა ჟურნალისტებთან მნიშვნელოვნად საჭიროა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩემ მსგავსად ოჯახური ძალადობის მსხვერპლია“, – განაცხადა დეა გოშხეთელიანმა.
სემინარისთვის სპეციალურად მოწვეულმა ექსპერტმა მარია ჯეზუს ორტიზმა ჟურნალისტებს გენდერული საკითხების გაშუქების კუთხით, ესპანური გამოცდილება გაუზიარა. ორტიზი მედიისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ესპანეთის ეროვნული ობსერვატორიის დირექტორია. სემინარი პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის კომისიის მხარდასაჭერად“ ინიციატივით ჩატარდა.