ახალი ამბები

თელავში ქურდობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

როგორც knews.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 23 ივნისს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს და მიმალვას შეეცადნენ, თუმცა სამართალდამცველებმა ისინი მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ მოპარული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღები – სხვადასხვა სახის ხელსაწყო ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, დადგინდა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 20 ივნისს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩადუნიანში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.