გურჯაანის მაღალმთიან სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი გზა გაიხსნა
გზა 16 ივნისის სტიქიის შედეგად ჩამოიშალა, რის გამოც სოფელში მცხოვრები 15 – მდე ოჯახი გარესამყაროს იყო მოწყვეტილი. როგორც Knews.ge-ს გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, მაღალმთიანი სოფლისკენ მიმავალ გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უკვე შეუძლიათ გადაადგილება.
“რამდენიმე დღის წინ ძლიერი წვიმა იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტში. სტიქიამ ჭერემთან დამაკავშირებელი გზა დააზიანა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დავამთავრეთ”, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.