UNICEF: ბაღების აღმზრდელთა 44% არაკვალიფიციურია
კვლევის მიხედვით,მთავარი პრობლემა ქვეყნის მასშტაბით ბაღების ხელმისაწვდომობასა და პერსონალის პროფესიონალიზმს უკავშირდება.
UNICEF-ის განათლების პროგრამების ხელმძღვანელის მაია ყუფარაძის ინფორმაციით, 57 მუნიციპალიტეტიდან მოპოვებული მონაცემებით, სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელთა 44% არაკვლიფიციურია. ამასთან მუნიციპალიტეტების 52%-ში საბავშვო და ბაგა ბაღებს პედაგოგიური ხედვა ან მიდგომა საერთოდ არ აქვთ. კვლევის მიხედვით, სოციალურად დაუცველი, ეთნიკური და სოფლად მცხოვრების ბავშვების 30%-დან 50%-მდე სკოლამდელი განათლების მიღმა რჩება.
“სკოლამდელი განათლების პრობლემა უკავშირდება პერსონალის დაბალ კვალიფიკაციას. 57 გამოკითხული მუნიციპალიტეტიდან 44%-ის პერსონალს არ გააჩნია არავითარი განათლება, ან გააჩნიათ ისეთი განათლება, რომელსაც სკოლამდელ განათლებასთან კავშირი არ აქვს. გამოკითხული დირექტორების 50%-ს არ აქვს ცოდნა და კვალიფიკაცია იმის შესახებ, თუ რა არის ადრეული და სკოლამდელი განათლება და როგორი სერვისები და პროგრამები უნდა იყოს დანერგილი იმისათის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბავშვის განვითარება, განათლება და მზაობა სკოლისთვის“, – აცხადებს ყუფარაძე.