თელავში შერეული ორთაბრძოლების პირველი საერთშორისო ჩემპიონატი ჩატარდება
ტურნირში, რომელიც შერეული ორთაბრძოლების ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპორტული კლუბის ასაკობრივი ჯგუფის სპორტსმენები.
ჩემპიონატის ინსტრუქტორის, ორგანიზატორის ვანო ათამაშვილის თქმით, ჩემპიონატის მიზანს სპორტის ამ სახეობების პოპულარიზაცია წარმოადგენს.
,,თელავში ტარდება შერეული ორთაბრძოლების საერთაშორისო ტურნირი შერეულ ორთაბრძოლებსა და კიკბოქსინგში. ტურნირში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოსული სპორტსმენები 7-დან 18 წლამდე და 18 წელს ზევით ასაკის სპორტსმენები’’,-განუცხადა knews.ge-ს ვანო ათამაშვილმა.