ახალი ამბები

სიღნაღში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მუსიკალური ათწლედის გამოსაშვები კლასის მოსწავლეები. კონცერტზე შოპენის, ჩედრინის, პროკოფიევისა და გია ყანჩელის ნაწარმოებები გაჟღერდა.
სიღნაღის ეროვნული მუზეუმის მენეჯერმა, მარიამ ინანაშვილმა კონცერტის მონაწილეებს და მათ პედაგოგს, თინათინ ნაცვლიშვილს საჩუქრები და მუზეუმის მოსაწვევი ბარათები გადასცა.
“სიღნაღის ხელოვნების სასწავლებელს უამრავი წარმატებული პიანისტი გაუზრდია. იყო ბევრი პრობლემა, მაგრამ ჩვენ ენერგიას არ ვიშურებდით, რომ ბავშვებისთვის ცოდნა მიგვეცა. დღევანდელ კონცერტში მონაწილე მოსწავლეები გამორჩეულები არიან, მუსიკალურიები და ნიჭიერები. მათ იციან ხელოვნების ფასი“, – აღნიშნა სამუსიკო-სახელოვნებო სკოლების გაერთიანების დირექტორმა, თინათინ ნაცვლიშვილმა.