ბიზნესომბუდსმენი თელავში ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
მან რეგიონული ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და დარგში არსებული პრობლემური საკითხების მოგვარების გზებზე ისაუბრა.
„კერძო სექტორის წარმომადგენლებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ მექანიზმების შესახებ, რომლითაც შეგვიძლია მათ მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. მეწარმეებმა ისაუბრეს ბიზნესსაქმიანობის პროცესში წარმოქმნილ პრობლემურ საკითხებზე. ყველა რეგიონში და მათ შორის კახეთშიც აქტუალურია დაფინანსებაზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობის პრობლემა. ასევე, გამოიყო ისეთი თემები, რომლებიც ადგილობრივი მთავრობის მხრიდან აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. შეხვედრაზე დასმული საკითხების ნაწილზე დღესვე მოვახერხეთ პასუხების გაცემა და რეაგირება, ნაწილზე კი უკვე სამუშაო რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას“, – განუცხადა knews.ge-ს ირაკლი ლექვინაძემ.
შეხვედრაზე “ბიას” გუნდმა კახეთის მოქმედი კომპანიების წარმომადგენლებს ბიზნესის განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობები და რეგიონის სტატისტიკა წარუდგინეს.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის რეგიონული შეხვედრები იმართება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საერთაშარისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით.