საგარეჯოს საკრებულომ 2 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა
როგორც knews.ge-ს წარმომადგენლობითი ორგანოს საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ნატო ყაზარაშვილმა განუცხადა, საჯარო მოხელეების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც მოიცავს განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას. ყაზარაშვილის ინფორმაციით, კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება.
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვაკანტურია საორგანიზაციო და იურიდიულ საკითხთა განყოფილების I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტისა და მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილების II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციები. უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აუცილებელია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ხოლო უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე კი ეს მოთხოვნა არ არის. აღნიშნულ პოზიციებზე თანამდებობრივი სარგო 600-დან 800 ლარამდე მერყეობს“, – განუცხადა knews.ge-ს ნატო ყაზარაშვილმა.
მისივე თქმით, განაცხადების მიღება 29 ივნისამდე გაგრძელდება.