მოზვერ შოუ – მეორე გადაცემა
მეორე გადაცემაში ყურადღება გამახვილდება პირუტყვის დაავადებებთან ბრძოლაზე, გეგმიურ შემოწმებებსა და სუქებაზე პირუტყვის დაყენების თავისებურებებზე. დღევანდელი გადაცემის პირველ ნაწილში ვეტერინარი დავით ბოსტაშვილი ისაუბრებს მეცხოველეობაში გავრცელებულ დაავადებებზე, რომლითაც პირუტყვის ინფიცირების რისკი მაღალია.
1. ანტიჰელმინთური დამუშავება
ფილტვის ნემატოდები – პრომექტინი ან ბიომექტინი 1მლ-50კგ ც.წ-ზე
ნაწლავის ნემატოდები – პრომექტინი ან ბიომექტინი 1მლ-50კგ ც.წ-ზე
კანის ბორა – პრომექტინი ან ბიომექტინი 1მლ-50კგ ც.წ-ზე
გარე პარაზიტები – პრომექტინი ან ბიომექტინი 1მლ-50კგ ც.წ-ზე
ღვიძლის ტრემატოდა – ფისტოკლოზანიდი 1500 ერთი ბოლუსი 100-150კგ ც.წ-ზ
ფაშვი ტრემატოდა – ფისტოკლოზანიდი 1500 ერთი ბოლუსი 100-150კგ ც.წ-ზ
ნაწლავის ცესტოდა – ფისტოკლოზანიდი 1500 ერთი ბოლუსი 100-150კგ ც.წ-ზ
პირველი ღონისძიება ხორციელდება სუქებაზე დაყენების პირველივე დღეებში, ხოლო მეორე ღონისძიება – 14 დღეში.
2. პრაქტიკული რჩევები:
მარილი სალოკი ფორმის
წყალის და ფერმის ტემპერატურა სასურველია იყოს 13-150ჩ
გადაცემის მეორე ნაწილი დაეთმობა მეხორცული საქონლის სწრაფად და ეფექტური მეთოდებით გამოზრდას. დავით ბოსტაშვილი ამბობს, რომ ნედლ ხორცზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. მეხორცული ჯიშის საქონლისგან მოკლე დროში სარგებლის მიღება აქტუალურ თემად იქცა. აცხადებს, რომ სანდო, ჯანსაღი და სწორად დაბალანსებული კომბინირებული საკვების მიღება საქონლის მეხორცულობას ზრდის. ვეტერინარის შეფასებით, კომპანია ,,აგრიქიზიყი“ ორიენტირებულია საწარმოო პროცესის გაუმჯობესებაზე, ხარისხიანი, სანდო და საქონელზე მორგებული საკვების წარმოებაზე, ფერმერის მეტ ფინანსურ სარგებელსა და მომხმარებლის ინტერესების დაცვის და უვნებელი ხორცით უზრუნველყოფის მიზნით.
შოუს მესამე გადაცემა დაეთმობა მოზვერების პირველი თვის წონამატის დადგენასა და მიღებული შედეგების შეფასებას, მეორე ნაწილში კი ვისაუბრებთ საქონლის ხელოვნური განაყოფიერების მნიშვნელობაზე და გიამბობთ ,,ბელგიური ლურჯის” ისტორიას.
გადაცემაზე მუშაობდნენ:
იდეის ავტორი: ბექა გონაშვილი
ავტორები: ნატალია ცისკარაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი, გიორგი ბეჟანიშვილი
AgroTVსაავტორო უფლებები დაცულია (C)