თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნით პანკისში აქცია გაიმართა
ადგილობრივები გასული წლის 26 დეკემბერს სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას და სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ.
მაჩალიკაშვილის ოჯახთან ერთად აქციაზე იმყოფებოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძეც.
თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მოთხოვნები უცვლელია. მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი გარდაცვლილი შვილისთვის დამნაშავის სტატუსის მოხსნას და საქმის დროულ და ოპერატიულ გამოძიებას მოითხოვს.
მაჩალიკაშვილების ოჯახი აქციების თბილისში გაგრძელებას არ გამორიცხავს.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში ორ კვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.