პანკისში მცხოვრები ბესლან წუწაშვილი გაუჩინარდა
ადგილობრივების ინფორმაციით, წუწაშვილი საქართველოდან გროზნოში აპირებდა გადასვლას, რომლის დროსაც ის საზღვარზე დააკავეს.
“თითქმის ათი დღეა რაც აღარ დაურეკავს ,ბოლოს რომ დაგვეკონტაქტა თქვა,რომ დააკავეს და ორჯონიკიძეში გადაიყვანეს, არ ვიცით მიზეზი, ხშირად დადიოდა გროზნოში. ამჯერად რატომ ჰყავთ დაკავებული არაფერი ვიცით”,- განუცხადა სააგენტო “ინტერპრესნიუსს” მალხაზ მუთოშვილმა, რომელიც წუწაშვილის მეგობარია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბესლან წუწაშვილის ძებნის საქმეში უკვე ჩაერთო. როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ სამართალდამცავებმა ოჯახმა აცნობა, რის შედეგად აქტიურად მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია.