ახალი ამბები

გომბორის გზაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა

როგორც knews.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კახეთის სამმართველო უფროსმა, თამაზ აბდულაშვლმა განუცხადა, ამჟამად შეზუდვა მოხსნილია და გომბორის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა თავისუფალია. 
„გუშინ ძალიან ძლიერი წვიმა იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გდაწყვეტილება, რომ მოძრაობა შეეზღუდა. საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არეგულირებდნენ. დღეს დილით ამინდი გაუმჯობესდა, შეზღუდვა მოიხსნა და საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია“, – განუცხადა knews.ge-ს თამაზ აბდულაშვილმა. 
შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს ტყიდან ჩამოსულმა ძლიერმა ნიაღვარმა ვაზიანი-თელავი-გომბორის გზა დააზიანა, რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეზღუდული იყო. მას შემდეგ უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა კიდევ ორჯერ შეიზღუდა.