ახალი ამბები

სოფელ კართუბანში საფეხბურთო მოედანი გაიხსნა

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შემოიღობა მოედანი, დამონტაჟდა ახალი კარი, ბადეები და ბანერი. 
,,ახლად რეაბილიტირებულ საფეხბურთო მოედანზე ამხანაგური მატჩი ჩატარდა. ერთმანეთს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ლაგოდეხელი ფეხბურთის მოყვარულები შეხვდნენ. მნიშვნელოვანია ახალი სტადიონის გახსნა, ეს ხელს შეუწყობს მუნციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის მიმართულბის პოპულარიზაციას”, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.