თელავში საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2019 წელს დასრულდება
როგორც knews.ge-ს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2019 წლის დასაწყისში დასრულდება. პროექტს შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 12.4 მილიონი ლარია.
“პროექტის ფარგლებში იგეგმება ახალი, თანამედროვე სტანდარტების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, რაც მნიშვნელოვანია ეკოლოგიური თვალსაზრისით. დღემდე ფეკალური მასები მდინარე ალაზანში ჩაედინება. ეს პრობლემა პროექტის დასრულების შემდეგ სრულად მოგვარდება”, – განუცხადეს knews.ge-ს მუნიციპალური განვითარების ფონდში.