ხადორიდან ბირკიანამდე ელექტროენერგიის ალტერნატიული 6 კილომეტრიანი ქსელი მოეწყობა
ახმეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განხორციელებას შპს “აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია” გეგმავს.
“უკვე გავმართეთ შეხვედრა შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციის“ გენერალურ დირექტორთან, სადაც ვისაუბრეთ აღნიშნული კომპანიის მიერ 18 წლიანი მუშაობის პერიოდში განხორციელებულ სამუშაოებზე. აღნიშნული ორგანიზაცია ახმეტაში განახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ალტერნატიული ელექტროენერგიის 6 კილომეტრიანი ქსელის მონაკვეთის მოწყობას ხადორიდან სოფელ ბირკიანამდე. ამით პანკისის ხეობის მაცხოვრებლებისთვის გაუმჯობესდება დენის მიწოდების ხარისხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია’’, – განუცხადა Knews.ge-ს იოსებ ქარუმაშვილმა.