თელავში ზაფხულის ფესტივალი გაიმართება
ინფორმაციას კომპანია “ზედაზენი” ავრცელებს. როგორც knews.ge-ს კომპანიაში განუცხადეს, ღონისძიების ფარგლებში ყველა სტუმარს შესაძლებლობა ექნება დააგემოვნოს ზედაზენის ლიმონათი და ბარამბინოს ნაყინი, დაესწროს თოჯინების თეატრს, ჩაერთოს სახალისო ექსპერიმენტებში და სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ ღონისძიებაში, იმოგზაუროს ზღაპრის გმირებთან ერთად ბავშვობის სამყაროში.
“ზაფხული ფესტივალი 18 საათზე დაიწყება. ლიმონათის გმირები და ყველაზე მხიარული ბარამბინოს ბიჭუნა მთელი ღონისძიების განმავლობაში იზრუნებენ პატარების განწყობაზე. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია”, – განაცხადეს კომპანია “ზედაზენში”.
ღონისძიება თელავის გარდა, საქართველოს ექვს ქალაში გაიმართება.
ზაფხულის ფესტივალი ოცდაათ ივნისს ბათუმში, ანბანის კოშკთან, დასრულდება. ფესტივალი ყოველწლიურია და წელს მეექვსედ ტარდება.