საფუხბურთო კლუბმა თელავმა ზესტაფონის მარგვეთი დაამარცხა
„თელავი“ მერვედფინალში გავიდა. თელავის ნაკრებიდან დუბლი შეასრულა შემტევმა ნახევარმცველმა ირაკლი რუხაძემ, ორი გოლი მარგვეთის კარში კი ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა და გურამ ლუკავამ გაიტანეს. მერვედფინალის წილისყრა ფეხბურთის ფედერაციაში უახლოეს დღეებში გაიმართება და ცნობილი გახდება, რომელი კლუბი იქნება „თელავის“ მეტოქე.