დღეს, გურჯაანში, განახლებული ფრანგული სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
სამედიცინო ცენტრს ა.ა.ი.პ „კახეთი-იონის“ დამფუძნებელი, საფრანგეთის ყოფილი მინისტრი და სენატორი ანრი დერენკური, მოწვეულ ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად დღეს, 11:30 საათზე, გახსნის.
როგორც Knews.ge-ს სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, ღონისძიებას ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.
,,სამედიცინო ცენტრის გახსნის ცერემონიალის შემდეგ გაიმართება მიღება ფრანგ სტუმრებთან ერთად. წელს საფრანგეთის იონის დეპარტამენტსა და კახეთის რეგიონს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობა 20 წლის იუბელს აღნიშნავს, ხოლო ქართულ-ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონის“ დაარსებიდან კი მე-10 საიუბილეო წელია”,- განუცხადეს knews.ge-ს ფრანგულ სამედიცინო ცენტრში.