ახალი ამბები

კაჭრეთში ფრანგ და ქართველ მედიკოსთა მე-7 კონფერენცია გაიმართება

კონფერენციაზე მომხსენებლები იქნებიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საფრანგეთის ყოფილი მინისტრი და სენატორი ანდრი დერენკური, “კახეთი-იონის” პრეზიდენტი და სხვა მოწვეული პირები.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, სესია ფრანგი და ქართველი მედიკოსების მონაწილებით 10 საათზე დაიწყება.
,,კონფერენცია მიზნად ისახავს ქართველი და ფრანგი ჯანდაცვის პროფესიონალების შეხვედრას, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის განვითარების ხელშეწყობას”,- განუცხადეს Knews.ge-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა. 
ქართულ-ფრანგული სამედიცინო ცენტრი „კახეთი-იონი“ ფრანგი ექიმების, „საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა“ და ორგანიზაციის “ექიმი-ბიოლოგები საზღვრებს გარეშე” მხარდაჭერით გაიხსნა. სამედიცინო ცენტრში ფუნქციონირებს ჰემოდიალიზის ცენტრი, ონკოლოგია-ქიმიოთერაპიის განყოფილება და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომელსაც კახეთის რეგიონში მხოლოდ “კახეთი-იონი” ახორციელებს. 
ცენტრის წლევანდელი ძირითადი მიმართულება კი საფრანგეთსა და საქართველში სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაა.