თელავის სასამართლოში სტაჟიორების კონკურსში განაცხადების მიღება დღეს იწურება
როგორც knews.ge-ს სასამართლოში განუცხადეს, ადგილების რაოდენობა ხუთია და განაცხადების მიღება დღეს იწურება. უწყების ინფორმაციით, სტაჟიორად მიიღება უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე, სამართლის სპეციალობის III და IV კურსის სტუდენტი. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, რომელიც განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას მოიცავს.
„თელავის რაიონულ სასამართლოში სატჟირება ანაზღაურების გარეშეა. სტაჟიორის ფუნქციები იქნება სასამართლო აქტებისა და საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტების მომზადება; საქმესთან დაკავშირებული ტექნიკური დავალებების შესრულება; სატელეფონო ზარების პასუხის გაცემა და გადამისამართლება; სასამართლოს სხდომებზე დასწრება; უშუალო ხელმძღვანელისა და სასამართლოს მენეჯერის ყველა სამსახურეობრივი დავალების შესრულება. კანდიდატმა შესაბამის ველში ატვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. სტაჟიორობის კანდიდატმა კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კონკურსის დასრულებიდან 2 კვირის ვადაში სასამართლოს დამატებით უნდა წარუდგინოს: ცნობა ნასამართლობისა და სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. კანდიდატი კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებს და შემდეგ ეტაპზე (გასაუბრებაზე) გადავა მხოლოს ის კანდიდატი, რომელიც განცხადების (აპლიკაციის) გადარჩევის საფუძველზე დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს“, – განუცხადეს knews.ge-ს თელავის რაიონულ სასამართლოში.