ახალი ამბები

ხვალ საგარეჯოში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება

როგორც knews.ge-ს საგარეჯოს მერიაში განუცხადეს, უანგარო დონაციის აქციაში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეეძლება.
“აქციის მონაწილეები უანგაროდ გაიღებენ სისხლს და სოლიდარობას გამოხატავენ ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული ბავშვების მიმართ, რომლებსაც მიხეილ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგიურ განყოფილებაში უტარდებათ ქიმიოთერაპიის ხანგრძლივი მკურნალობის კურსი”, – განაცხადეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.