ახალი ამბები

გურჯაანის 4 სოფელში ვენახები დაისეტყვა

ადგილობრივების ინფორმაციითთ, სეტყვამ, რომელიც დაახლებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, მოსავლის 70%-მდე გაანადგურა. 
როგორც knews.ge-ს გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა, ამ ეტაპზე ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. 
“სეტყვისგან დაზარალებული სოფლები დღეს უნდა მოვინახულო. სტიქია გუშინ გვიან ღამით მოხდა. ამ ეტაპზე სტიქიისგან მიყენებული ზარალის ოდენობა უცნობია. ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის”, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.