გურჯაანში ვენახების კადასტრის პროგრამა დაიწყო
ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა პროგრამის პრეზენტაცია გურჯაანში გამართეს. როგორც სურსათის ერივნულ სააგენტოში განაცხადეს, გურჯაანში ვენახების კადასტრის პროგრამას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „რუკა მაპინგი” განახორციელებს, რომელმა უკვე დაიწყო მონაცემების შეკრებასა და ორთო-ფოტოების გადაღებას.
შეხვედრას პორტუგალიელი ექსპერტი ანა ლუჟი დაესწრო, რომელიც 2018-2019 წლებში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელების მიმართულებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონსულტანტად იმუშავებს.
ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ამ პერიოდში შემუშავდა საქართველოს ვენახების კადასტრის აგებისა და ფუნქციონირების კონცეფცია, დამუშავდა საკადასტრო დოკუმენტების ნაკრები, შეირჩა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, სადაც თავს მოიყრის საკადასტრო ინფორმაცია.
“ყვარლის მუნიციპალიტეტში აღირიცხა 5533,4 ჰა, თელავის მუნიციპალიტეტში 5477,9 ჰა და ახმეტის მუნიციპალიტეტში 1818,2 ჰექტარი ვენახი. საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის”, – განაცახდეს სურსათის ერივნულ სააგენტოში.