საარჩევნო უბნებზე ფოტოგადაღება შეიზღუდება
შესაბამისი ცვლილებები “საარჩევნო კოდექსში“ შევა. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის კაბინის გარდა, აგრეთვე კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს, საარჩევნო პროცესისათვის/კომისიის სხდომის მუშაობისათვის ხელის შეშლის გარეშე შეუძლიათ გადაიღოს ფოტო და ვიდეო.
საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა და ის პარლამენტს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გედევან ფოფხაძე, დავით მათიკაშვილი, ანრი ოხანაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ეკა ბესელია და ნინო გოგუაძე.