კახეთში კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს
როგორც knews.ge-ს სურსათის ეროვნული სააგენტოში განუცხადეს, წამლობითი სამუშაოები კახეთის რეგიონში მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში 1000 ჰექტრამდე ფართობია დამუშავებული. ტერიტორიები სამანქანე დანადგარებით იწამლება.
“სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო პროგრამის „მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობა“ ფარგლებში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს. ბოლო წლებში სააგენტოს მიერ ჩატარებული თანმიმდევრული სამუშაოების შედეგად, იტალიური კალიის გავრცელების არეალი რეგულირებადია. მნიშვნელოვნად არის შემცირებული მავნებლის მიერ გამოწვეული სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და მწვანე საფარის დაზიანება და შესაბამისად, მოსალოდნელი ეკონომიკური ზარალის ოდენობა“, – განაცხადა სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკა მესხმა.
კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები ქვემო ქართლის რეგიონშიც მიმდინარეობს. სააგენტოს ცნობით, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში კალიებისა და კუტკალიების წინააღმდეგ 2015 წელს 33 427 ჰექტარი დამუშავდა; 2016 წელს – 23 615 ჰექტარი; 2017 წელს -15 107 800 ჰექტარი.