გომბორზე ავარიის შედეგად 8 დაშავებული თელავის საავადმყოფოში რჩება
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების უფროსის, მარიამ მრელაშვილის თქმით, დღის ბოლომდე, სავარაუდოდ, 7 პაციენტს გაწერენ.
,,პოსტოპერაციულ ავადმყოფს ცოტა ხანში გადავიყვანთ თბილისში. დანარჩენებსაც მალე გავწერთ ბინაზე. ნაოპერაციები გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შემდგომ მკურნალობას თბილისში გააგრძელებს”, -განაცხადა მარიამ მრელაშვილმა