ძლიერი წვიმის შედეგად გურჯაანში საცხოვრებლი სახლები დაიტბორა
ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გურჯაანის სამაშველო სამსახური. მაშველები მოსახლეობას საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში ეხმარებოდნენ. როგორც knews.ge-ს გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, ჭარბი რაოდენობის ნალექი სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა, რომელმაც სახლების დატბორვა გამიწვია.
“დიდი ხანია, რაც ასეთი ჭარბი ნალექი გურჯაანში არ მოსულა. ერთი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და სახლის სახლის ეზო დაიტბორა. სახლების დატბორვა გამოიწვია სანიაღვრე სისტემის გაუმართაობამ”, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ ხანდამაშვილმა.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ფოტო