ახალი ამბები

გომბორზე მომხდარი ავარიის გამო მოძრაობა აკრძალულია

საპატრულო პოლიცია გომბორზე მიმავალ ავტომანქანებს გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს. 
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გზა სამაშველო ოპერაციის დასრულებისთანავე გაიხსნება. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა უკვე ამოიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მიკროავტობუსი, რომელსაც თბილისიდან კახეთში ბავშვები ექსკურსიაზე მიყავდა, ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ოთხი ადამიანი, მათგან ერთი არასრულწლოვანია. წინასწარი ინფორმაციით, 10-მდე ადამიანია დაშავებული, რომლებიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ფოტო: ,,ინტერპრესნიუსი”

გადაღებულია შემთხვევის ადგილზე