გომბორზე ავარიისას ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათგან, სავარაუდოდ, ორი ბავშვია
შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათგან, სავარაუდოდ, ორი ბავშვია. ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები, რომლებსაც ხევიდან გარდაცვლილები და დაშავებულები ამოჰყავთ. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო: ,,ინტერპრესნიუსი”
გადაღებულია შემთხვევის ადგილზე