სოფელ მატანში სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია დასრულდა
როგორც knews.ge-ს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, სამუშაო მსოფლიო ბანკმა დააფინანსა და მისი ღირებულება დაახლოებით 1.5 მილიონი ლარია.
“პროექტი ითვალისწინებდა კომპლექსის სრულად განახლებას, ეზოსა და მინი სტადიონის მოწყობას, ასევე – სოფელ მატანში 1 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას. პროექტის დასრულების შემდეგ გამოვლინდა უმნიშვნელო დეფექტები, რომლებიც უმოკლეს დროში აღმოფხვდრება“, – განაცხადეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.