ექპერტები – რეგიონებს შორის უთანაბრობა უნდა აღმოიფხვრას
ფონდი ,,ღია საზოგადოება – საქართველოს’’ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე Knews.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული შედეგისა და სარგებლის მიღებაზე საუბარი ნაადრევია.
,,რეგიონული თანამშრომლობის ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში, რეგიონები ახორციელებენ სხვადასხვა სახის საერთო პროექტს, ეს არის სწორედ ის გამოცდილება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რეგიონებს შორის უთანაბრობის აღმოფხვრის სტანდარტების შემუშავებაც უმნიშვნელოვანესია. დიდი სარგებლის მიღებას საშუალო ვადიანი პერსპექტივა ჭირდება. გარკვეული შედეგები რომ მივიღოთ, ამისთვისაც დროა საჭირო. მაგალითად, თუ შევხედავთ ვაჭრობის პოტენციალს, მართალია, მზარდია, თუმცა მცირე პროცენტით. თითქმის იგივე პროდუქცია გადის საქართველოდან, რაც ადრე. ეს ჩანაწერი უწყობს ხელს, რომ დავუახლოვდეთ ევროკავშირის სტანდარტებს, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია და იქნება შესაძლებელი, რომ ვაჭრობის კუთხით შევძლოთ უფრო მეტი პროდუქციის გატანა“, – ამბობს ჩხიკვაძე.