ახალი ამბები

წნორში ფესტივალი სახელწოდებით შენს მხარეს ვარ გაიმართება

ფესტივალის თანაორგანიზატორები არიან „ხელი ხელს“, ცოდნის კაფე და სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშირი. როგორც knews.ge-ს ცოდნის კაფის დამფუძნებელმა, ქეთი მოლაშვილმა განუცხადა, ღონისძიების მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ სტერეოტიპების დაძლევა და მშობლების მონაწილეობით საზოგადოების ცნობიერების შეცვლა. 
„ფესტივალის ფარგლებში წნორის სკვერში დაგეგმილია უმარავი აქტივობა: ბენდის კონცეტი, მხიარული დრამერების და ანიმატორების მარში, ანსამბლ „ათინათის“ ფლეშმობი, კინოჩვენებები, კულინარიული ვორქშოფი, საბავშვო სექციები (სახეზე ხატვა, ცარცები, გასაფერადებლები, ფრიზბი), ფოტო კუთხე “უცხოგრაფთან” ერთად, მუსიკის ვორქშოფი, სამახსოვრო გიფერი და სტრიტ არტი“, – განუცხადა knews.ge-ს ქეთი მოლაშვილმა. 
ფესტივალი ჩატარდება პროექტის “ვორქშოფები დედებისთვის და მამებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან ერთად რურალურ დასახლებებში” ფარგლებში.