ახალი ამბები

ერთი ბურთი ერთი სამყარო – ნუკრიანში საერთაშორისო ტური გაიმართება

ღონისძიებები, რომელიც პროექტის “ერთი ბურთი 2018” ფარგლებში გაიმართება, მოიცავს საგანმანათლებლო, შემეცნებით და გასართობ აქტივობებს. პროექტის რეგიონული პარტნიორია სათემო კავშირი “ნუკრიანი”. 
,,პროექტში მონაწილოებას იღებენ როგორც ახალგაზრდები​, ისე ​საჯარო ​და ​სამოქალაქო ​ სექტორის ​წარმომადგენლები​, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ​და ​აქტიურად არიან ​ჩართული პოლიტიკური განათლების​, ​სპორტის​, დემოკრატიის​, სამშვიდობო ​და კონფლიქტების​ ​ ტრანსფორმაციის​ საკითხებში​ საქართველოში​”, – განუცხადა knews.ge-ს სათემო კავშირ “ნუკრიანის” ხელმძღვანელმა, მაია ბიძინაშვილმა. 
ბიძინაშვილის ინფორმაციით, ნუკრიანს საერთაშორისო ტურის ფარგლებში ერთი ბურთის შვიდკაციანი გუნდი ეწვევა პროექტის ორგანიზატორებთან ერთად. ,,ღონისძიება ​ გაგრძელდება ​მოდერირებული ფეხბურთის ​მატჩით​, მშვიდობის​, ​მრავალფეროვნების​ და​ ჯანსაღი​ ცხოვრების​ ​ წესის​ მხარდასაჭერად​ და​ წასახალისებლად​.
პროექტი“​ ერთი ბურთი 2018” მიზნად ისახავს ​ ცნობიერების ამაღლებას ​დემოკრატიიისა ​და ​ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების ​ საკითხებზე ახალგაზრდებსა და სკოლის​ მოსწავლეებს​ ​ შორის​”, – აღნიშნა ბიძინაშვილმა. 
პ​როექტს საქართველოში ახორციელებს ​ ფრიდრიხ ებერტის ფონდი და არასამთავრობო ორგანიზაცია ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვა​, გერმანულ ორგანიზაცია ​Spirit of Football​ -​თან თანამშრომლობით.