ახალი ამბები

თუშეთში ტურისტული საინფორმაციო ჯიხური გაიხსნა

საინფორმაციო ჯიხური მდებარეობს რეინჯერების სახლის გვერდით, თუშეთის ეროვნულ პარკში, სამხევში, რომელიც სოფელ ომალოდან 3 საათის სავალზე მდებარეობს. საინფორმაციო ჯიხურების მიზანია სერვისების გაუმჯობესება თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორებისათვის. 
“სერვისების გაუმჯობესების მისაღწევად შესაძლებელი იქნება ნებაყოფლობითი ფინანსური თანამონაწილეობის გზით. სეზონის განმავლობაში შეგროვებული თანხა კი მოხმარდება ტურისტული საფეხმავლო ბილიკების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და ახალი საბანაკე ადგილების შექმნასა და კეთილმოწყობას. პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების პროგრამების მიერ, პროექტის პარტნიორია საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, საინფორმაციო ჯიხურის ოპერატორი კი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)”,- განუცხადეს knews.ge-ს თუშეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოში. 
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინფორმაციით, ტურისტული საინფორმაციო ჯიხურის მენეჯერის პოზიციაზე 2 ვაკანსიაა გამოცხადებული.
,,საინფორმაციო პუნქტის ოპერატორებმა უნდა გაავრცელონ ინფორმაცია პროექტის მიზნებისა და ხედვის შესახებ, კონსულტაცია გაუწიონ და რჩევები მისცენ ტურისტებს თუშეთში ვიზიტის შესახებ, შეაგროვონ მოანაცემები და ინფორმაცია ვიზიტორების შესახებ, იზრუნონ ყოველდღიურად ცენტრის მართვასა და ადმინისტრირებაზე. ძირითადი მოთხოვნებია: ინგლისური და ქართული ენების სასაუბრო დონეზე სრულყოფილი ცოდნა, ტურიზმის ან მასთან დაკავშირებული სექტორის კუთხით განათლება, ან სამუშაო გამოცდილება. შერჩეულ კანდიდატებთან კონტრაქტი გაფორმდება თუშეთში ტურისტული სეზონის განმავლობაში (ზაფხულის და ადრეული შემოდგომის 2-3 თვე); სამუშაო დღეეების განმავლობაში ოპერატორები ღამეს გაათევენ რეინჯერების სახლში; ანაზღაურების შეახებ შეთანმება განისაზღვრება სამუშაო გრაფიკისა და ცვლების მიხედვით; დაინტრესებულმა კანდიდატებმა 20 ივნისამდე უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@cenn.org; ( +995 558 65 56 28) აპლიკანტებმა მეილის სათაურში უნდა მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება “Information Point Manager’’,– განაცხადეს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში.