კახეთში ქერის მოსავლის აღება დაიწყო
როგორც knews.ge-ს დედოფლისწყაროს მერმა, ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განუცხადა, მერია ქერისა და ხორბლის მოსავლის აღების შეუფერხებლად უზრუნველყოფისათვის და შესაძლო ბრობლემების პრევენციისათვის აქტიურად მუშაობს.
“წელს, მუნიციპალიტეტში, დამატებით, 12 ერთეული კომბაინი შემოვიდა. ამჟამად ალაზნის ველზე 45 კომბაინი მუშაობს. კერძო პირების საკუთრებაში არსებული კომბაინების სახით მუნიციპალიტეტს გააჩნია დამატებითი რესურსიც. საჭიროების შემთხვევაში დედოფლისწყაროელ ფერმერებს ჩალაუბნის ,,მექანიზატორიც“ დაეხმარება. ფერმერებს მოსავლის დაბინავება, რეალიზება, გადამუშავება ადგილზე შეეძლებათ. მეოთხე წელია, რეკორდულად კარგი მოსავალი გვაქვს. არ უნდა დავუშვათ, რომ თუნდაც 1 ჰექტრიანი მიწის მფლობელს რაიმე პრობლემა შეექმნას”, – განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ქერის მოსავლის აღება, სავარაუდოდ, 3 კვირაში დასრულდება.