ახალი ამბები

ყვარლის მერიამ 6 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა

როგორც knews.ge-ს ყვარლის მერიაში განუცხადეს, თანამშრომლების შესარჩევად ღია კონკურსი ჩატარდება. უწყების ინფორმაციით, თანამდებობრივი სარგო 550-დან 1000 ლარამდე მერყეობს. 
“ყვარლის მერიაში ვაკანტურია შემდეგი თანამდებობები: უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში; სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი; უმცროსი სპეციალისტი კუჭატნის ადმინისტრაციულ ერთეულში; მერის წარმომადგენელი მთისძირის ადმინისტრაციულ ერთეულში; უმცროსი სპეციალისტი ყვარლის ადმინისტრაციულ ერთეულში; უმცროსი სპეციალისტი ბალღოჯიანის ადმინისტრაციულ ერთეულში. ზოგიერთ პოზიციაზე აუცილებელია უმაღლესი განათლება, თუმცა არის თანამდებობები, სადაც პროფესიული განათლებაც საკმარისია. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, ადმინისტრაციულ ერთეულებში უმცოროს სპეციალისტებს ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება არ მოეთხოვებათ. უფროსი სპეციალისტების თანამდებობებზე საჭიროა 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, ხოლო ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე აუცილებელია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება”, – განუცხადეს knews.ge-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში. 
მერიის ცნობით, განაცხადების მიღება 13 ივნისს დასრულდება.