ლევან დავითაშვილი – პლასტიკით გარემოს დაბინძურებას მნიშვნელოვნად შევამცირებთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, რეგულაციის ამოქმედების მიზანი გარემოს პლასტიკისგან დაბინძურების თავიდან აცილებაა, საერთაშორისო, მათ შორის, ევროპული პრაქტიკის გაზიარებით.
ლევან დავითაშვილის თქმით, ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა პოლიეთილენის პარკების მოხმარება. მინისტრის განმარტებით, გარემო ყველაზე მეტად პლასტიკისგან დამზადებული პროდუქციის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებით ბინძურდება, რადგან პოლიეთილენის სრულ დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება.
,,ისევე როგორც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, საქართველოშიც, გარემოს დაბინძურების შესამცირებლად შეზღუდვები დაწესდება გარკვეული სისქის პლასტიკის პარკების გამოყენებაზე. ახალი რეგულაციის ამოქმედებით, თითოეული მოქალაქის მხარდაჭერით და აქტიური ჩართულობით, ჩვენ შევძლებთ პლასტიკით გარემოს დაბინძურება მნიშვნელოვნად შევამციროთ”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.