ახალი ამბები

მთავრობამ საჯარო სამსახურში მუშაობის მსურველთა სერტიფიცირების წესი დაამტკიცა

როგორც მთავრობის დადგენილებიდან ირკვევა, სერტიფიცირების მიზანია მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მსურველი პირის ცოდნის დონისა და ზოგადი უნარების შემოწმება. სერტიფიცირება არ შეეხებათ მათ, ვინც უკვე დასაქმებულია საჯარო სამსახურში, ყოფილი საჯარო მოხელეა ან აქვს უმაღლესი განათლება.

სერტიფიცირება ელექტრონული ტესტირების საშუალებით ჩატარდება. ტესტებს საჯარო სამსახურის ბიურო შეადგენს. სერტიფიცირების თემატიკა სამი კომპონენტისგან შედგება: სახელმწიფო ენა, სამოქალაქო განათლება და უნარები. ვინც სერტიფიცირების პროცესს წარმატებით გადალახავს, სერტიფიკატს მიიღებს, რომლის ვადა 5 წელია.
ხოლო თუ პირი 5 წლის განმავლობაში დაინიშნა საჯარო მოხელის თანამდებობაზე, სერტიფიკატის მოქმედება უვადოდ გაგრძელდება.