გურჯაანის საკრებულოს გენდერულმა საბჭომ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო
გენდერული თანსწორობის საბჭოს თავმჯდომარემ – მარიამ სირბილაშვილმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის ხელმძღვანელმა – ლია ხუროშვილმა და საბჭოს მდივანმა, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოცილურ საკითხთა სამსახური უფროსმა სპეციალისტმა გენდერულ საკითხებში – ელზა პაპოშვილმა შეხვედრები გამართეს სოფელ ვაჩნაძიანში, კალაურსა და შაშიანში. როგორც knews.ge-ს საბჭოს თავმჯდომარემ, მარიამ სირბილაშვილმა განუცხადა, შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ბულინგის თემაზე ფილმის ჩვენება და დისკუსია.
“ჩვენ ყველა სოფელში დავიწყეთ საინფორმაციო შეხვედრები. გენდერული თანასწორობის საბჭო შეხვედრებს მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გამართავს, რომლის მიზანიც გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა”, – განუცხადა knews.ge-ს მარიამ სირბილაშვილმა.