ყვარელში, ყარაჯაანთ ტაძრის ტერიტორიაზე სადრენაჟე არხი დამონტაჟდა
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დასუფთავდა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაც.
,,ეკლესია მრავალი წელია წყალში დგას და მისი ნახევარი მიწითაა დაფარული. 2018 წლის 9 იანვარს ყარაჯაანთ ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა”, – განუცხადეს Knews.ge-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.