ლაგოდეხში აკვაპარკი გაიხსნება
როგორც knews.ge-ს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აკვაპარკი განთავსდება სასტუმროში, რომლის მშენებლობაც უკვე დასრულებულია. ირაკლი ქადაგიშვილის უწების ინფორმაციით, პროექტს შპს “აქვა სითი” ახორციელებს. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე სასტუმროს სახელის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.
,,დასრულებულია აკვაპარკის მშენებლობა. სასტუმროს საინვესტიციო ღირებულებამ 2 მილიონი ლარი შეადგინა. სასტუმროს აკვაპარკთან ერთად კაზინოც ექნება, რომლის გახსნისთვისაც არანაკლებ მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. აღნიშნული სასტუმრო 61 ნომრიანი იქნება”,- განუცხადეს Knews.ge-ს გუბერნატორის ადმინისტრაციაში.