ახალი ამბები

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სააგენტო ,,ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, თბილისის გზატკეცილზე მოძრავი “გოლფის” მარკის ატომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. 
შემთხვევის დროს მანქანაში ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა. ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორეს კი ამ წუთებში სამედიცინო გამოკვლევა უტარდება. 
ექიმის თქმით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.