“გურჯაანს ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია”
“გურჯაანს დიდი პოტენციალი გააჩნია, როგორც ღვინის ტურიზმის, ასევე ეკოტურიზმის, აგროტურიზმის, არქეოლოგიური, სათავგადასავლო და ექსტრემალური ტურიზმის მიმართულებით. გურჯაანში ტურიზმის განვითარების მიზნით აუცილებელია სუსტი მხარეების გაძლიერება და პრობლემების მოგვარება”, – განაცხადა პეტერ შულცემ.
როგორც knews.ge-ს გურჯაანის მერიის საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსმა, ნინო ნინოშვილმა განუცხადა, ტურიზმის განვითარების გეგმა მოიცავს მუნიციპალიტეტის ძირითადი პოტენციალისა და რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას.
“ტურიზმის განვითარების გეგმა ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის. მუნიციპალიტეტის ძირითადი პოტენციალისა და რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას და პროექტების განხორციელება, რომელსაც გეგმა მოიცავს, თავისთავად მოიტანს სასურველ შედეგს – ტურისტების გაჩენას და გაზრდას ჩვენს გურჯაანში”, – განუცხადა knews.ge-ს ნინო ნინოშვილმა.