ახალი ამბები

საგარეჯოს მერია – ნინოწმინდაში წყლის პრობლემა მოგვარდება

უწყების ცნობით, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა თექვსმეტმა ოჯახმა სასმელი წყლის მილი საკუთარი სახსრებით შეიძინა, თუმცა პრობლემა იყო ამ მილის ცენტრალურ სისტემასთან მიერთება.
“შპს „საგარეჯომ” წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის, საკუთარ ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით, ტერიტორიაზე 250 სიგრძის ტრანშეა გათხარა. სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატიც ჩაერთნენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მილის ტრანშეაში განთავსების სამუშაოები, რომლის შემდეგ მიწით დაიფარება და წყლის გამანაწილებელი დამონტაჟდება. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ამ უბანში მცხოვრები ოჯახები სასმელ წყალს უკვე უწყვეტ რეჟიმში მიიღებენ”,- განაცხადეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.