ახალი ამბები

კახეთის ტურისტულ ზონებში საზოგადოებრივი საპირფარეშოები გაუმართავია

ადგილობრივების თქმით, ტურისტულ ზონებში საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემაა, შენობები ხშირ შემთხვევაში არ ფუნქციონირებს ან დაბინძურებულია და არ მოდის წყალი.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში, მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიასთან, სადაც დღის განმავლობაში თავს უამრავი ტურისტი იყრის, საპირფარეშოს კარი არ აქვს.  მსგავსი სიტუაციაა რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. 
კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით უკვე დაწყებულია მუშაობა. 
“პრობლემის შესახებ ინფორმირებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ყველა მუნიციპალიტეტში დაწყებულია სამუშაოები, რომ დაამატონ საპირფარეშოები და ასევე, უკვე არსებულში გააუმჯობესონ ვითარება”,- აცხადებენ კახეთის გუბერნიაში.