მალხაზ მაჩალიკაშვილი რამაზანის დასრულების შემდეგ აქციებს გეგმავს
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ქართველი ხალხის გვერდში დგომის იმედი აქვს.
“მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მთლიანად პანკისის ხეობა და ქისტი მოსახლეობა ქართველი ერის გვერდში იქნება. როგორც ავრცელებენ ინფორმაციას, პანკისის ხეობაში ტერორისტებს არ ზრდიან. იქ ვაჟკაცებს ზრდიან. პირველივე დღიდან, რაც ზაზამ დამირეკა და ჩემსავით გამწარებული იყო, სიტყვა მივეცი, რომ მის გვერდით ვიდგებოდი. ამას შევასრულებ. ჩვენთან ამჟამად რამადანია. მთელი დღე უჭმელები ვართ, მაგრამ მაინც თქვენთან ვართ. ამის დასრულების შემდეგ აქციები უნდა დამეანონსებინა. ამას მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკური იქნება თუ არაპოლიტიკური. მთავარია გვერდში დგომა”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, დაიჭრა. მას ორი კვირი განმავლობაში მკურნალობდნენ. 19 წლის თემირლანი, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში, 10 იანვარს გამთენიისას გარდაიცვალა.