ირაკლი ქადაგიშვილი – კახეთში შატოებისა და საოჯახო მარნების ტენდენცია მზარდია
“წელს კახეთის რეგიონს ათეულობით პატარა კერძო შატო და მარანი, მცირე ჰოსტელები და სასტუმროები შეემატება. შედეგად დაახლოებით 500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის განმარტებით, რთველი წელს პირველად სუბსიდირების გარეშე ტარდება და ეს დიდი მიღწევაა.
„უკვე აიკრძალა ქვეყნის გარეთ ჩამოუსხმელი ღვინის გატანა, რაც ხარისხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად მეღვინეობის დარგი, თავისთავად ერთგვარი ლოკომოტივია ეკონომიკის განვითარებისთვის. გარდა ამისა, კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ტურიზმი, რაც გარკვეულწილად, სწორედ მეღვინეობასთან არის გადაჯაჭვული. დამატებით წარმატებით ვითარდება ეკოტურიზმი. თუშეთის, ვაშლოვანის, არწივის ხეობის, გურგენიანის ჩანჩქერის და სხვა უნიკალური ნაკრძალების მონახულება იმდენად მასშტაბური და საინტერესოა, ერთკვირიანი პროგრამა მაინც სჭირდება, რომ არარაფერი ვთქვათ თელავზე, ყვარელზე და სხვა ქალაქებსა თუ სოფლებზე“, – აცხადებს ქადაგიშვილი.